ძლიერი ქარის გამო, ბათუმი-სტამბოლის რეისი გაუქმდა

05 აპრილი 2022, 12:03 1583 ნახვა

თურქეთის ავიახეზების რეისი, სტამბოლი-ბათუმი ვერ შესრულდა. მიზეზი ქარია, რის გამოც თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ დაჯდა და უკან ტრაპზონში გაფრინდა.

ქარის გამო შეფერხდა ბათუმი-სტამბოლის რეისიც. ამ დროისთვის აეროპორტში მგზავრებს ბილეთებს უცვლიან, სავარაუდოდ ისინი დღეს ვეღარ გაფრინდებიან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში