მარიუპოლის პორტში რუსი სამხედროების მიერ დაბომბილი გემი იძირება - უკრაინული მედია

05 აპრილი 2022, 12:55 3340 ნახვა

რუსული ჯარების მიერ ბლოკირებულ მარიუპოლის პორტში, მათ მიერ დაბომბილი, დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი იძირება. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ადასტურებს.

"მარიუპოლის მორიგი დაბომბვის დროს, მტერმა დაარტყა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს, რომელიც იყო ერთ-ერთ ნავმისადგომზე.

დარტყმამ ძრავის ოთახში ხანძარი გამოიწვია, ეკიპაჟის ერთი წევრი დაშავდა. საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო არხზე კაპიტანმა „SOS“-ის სიგნალი გასცა"-აცახდებენ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეებმა დაჭრილებს სასწრაფო დახმარება გაუწიეს და ეკიპაჟი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში