თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

05 აპრილი 2022, 13:03 991 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული - მიხეილ სააკაშვილიც და თეიმურაზ ჯანაშიაც.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საუკუნოვანი სირცხვილია, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის დღეს ხდება.

„ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ძალიან დიდმა ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემ თემაზე - აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე. ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი, მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ვინც თავს ქართველად მიიჩნევს - ეს არის საუკუნოვანი სირცხვილი ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინას შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მმართებაში.''-თქვა სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში