შეფასებები სისასტიკეზე ბუჩაში

05 აპრილი 2022, 17:43 953 ნახვა

უკრაინაში ცეცხლი არ წყება,  ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლთა რიცხვი.  ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში კი უმძიმესი მდგომარეობაა. ბუჩაში პირველიდან სამი აპრილის ჩათვლით 410 ცხედარი იპოვეს,  მათგან 140-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოებიდან ვიგებთ, რომ  ქალაქ ბუჩაში  მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი ნაწილი 3 კვირის წინ დაიღუპა. სტატიის მიხედვით, მშვიდობიანი მოქალაქეები მაშინ მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის არმიას ჰქონდა დაკავებული. რუსეთის ხელისუფლების  პოზიციით, კი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს. საჰაერო და სარაკეტო იერიშები გრძელდება ხერსონის ოლქში- რუსებმა დაბომბეს მიკოლაევის ცენტრი, საბავშვო საავადმყოფო და სავაჭრო ცენტრი. მხოლოდ 4 აპრილის მონაცემით, დაბომბვებს  10 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა. რუსეთი ისევ მშვიდობიან მოქალაქეებს  ერჩის, საცხოვრებელი კორპუსის გარდა რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლს, საბავშვო ბაღებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს.   ნიკოლაევიდან  სურვილის შემთხვევაში მოქალაქეების  ევაკუაცია ყოველდღიურად ხორციელდება.  სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქში, მარიუპოლში,  სადაც ომამდე 430 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, უკვე  1 თვეზე მეტია  მძაფრი ბრძოლებია.  ბუჩაში მომხდარ მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი გენოციდი უწოდა. ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. თუმცა, მისი თქმით, პუტინთან შეხვედრა არ იქნება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კი პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. კულებამ ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთაც, მისი თქმით, ჯერ კიდევ აქვთ ეჭვები რუსული ბანკების „სვიფტიდან“ გათიშვასთან, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვასთან, რუსული ხომალდების პორტებში არშეშვებასთან დაკავშირებით, მიიწვია ბუჩაში, მასობრივი სამარხების სანახავად.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში