ევროპის ქვეყნების ლიდერები კიევში

05 აპრილი 2022, 17:43 1020 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უახლოეს დღეებში უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავლენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერი ავრცელებს. "პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ჯოზეფ ბორელი ამ კვირაში კიევში გაემგზავრებიან და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებიან შაბათს ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე დასწრებამდე". – წერს ერიკ მამერი ტვიტერზე. მანამდე მარტში უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, ასევე ჩეხ და სლოვენიელ კოლეგებთან  ერთად იმყოფებოდა.  პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზად არის ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც  უკრაინაში რუსი სამხედროების დანაშაულებებს გამოიძიებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში