საქართველომ FIBA-ს უკრაინის საშინაო მატჩების ჩასატარებლად თბილისი შესთავაზა

05 აპრილი 2022, 17:56 1985 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს შესთავაზა  უკრაინის საკალათბურთო ნაკრების საშინაო მატჩები  თბილისში  ჩატარდეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან FIBA-ს ბორდის წევრმა და  საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა.

"ფიბა-ს შევთავაზეთ, ივლისის ფანჯრის მატჩები თბილისში „ბაბლის“ პრინციპით ჩატარდეს. უკრაინელებს პირველი ჯგუფური ეტაპის სამი თამაში აქვთ ჩასატარებელი, საქართველოს ორი. უკრაინელებთან მოვილაპარაკებთ, ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ, შეკრებასაც მოვუწყობთ და როგორც წესია, ისე ვუმასპინძლებთ.

მათ საქართველოში თავი ისე უნდა იგრძნონ, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ჩვენს გუნდთან თამაშს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენ ორ შეხვედრაში ახალ დარბაზში შეკრებილი მაყურებელი უკრაინას თავიდან ბოლომდე გულით უქომაგებს. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და საბოლოო პასუხს მაისში მივიღებთ“.  აცხადებს ქართველიშვილი.

უკრაინის საკალათბურთო ნაკრებს მომდევნო შეხვედრა განრიგით  1 ივლისს საქართველოს ნაკრებთან აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში