მსოფლიომ იხილა, მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ - ზელენსკი

05 აპრილი 2022, 21:46 910 ნახვა

მსოფლიოს არ უნდოდა, დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ, არც დნესტრისპირეთის მიტაცება, თუმცა მსოფლიომ იხილა ეს, -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა, გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეოჩართვისას მოუწოდა, უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

"მსოფლიო კი მართლაც შეიცვლებოდა და მაშინ, შესაძლოა, არ ყოფილიყო ჩვენთან ომი, ჩემ ქვეყანაში, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. თუმცა, მსოფლიოს არ სურდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია და კიდევ უფრო ადრე - საქართველოს წინააღმდეგ ომი, კიდევ უფრო ადრე მოლდოვასგან მთელი დნესტრისპირეთის რეგიონის ჩამოშორება. არ იმის ნახვა, რუსეთი როგორ ამზადებს ნიადაგს კიდევ სხვა კონფლიქტებისთვის და ომებისთვის თავისი საზღვრების სიახლოვეს. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს? დაუყოვნებლივ ვაგებინოთ პასუხი რუს სამხედროებსა და ბრძანების გამცემებს სამხედრო დანაშაულებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში