ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება

06 აპრილი 2022, 10:25 794 ნახვა

ალიანსში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან იმისთვის, რომ იმსჯელონ ნატოს მხრიდან უკრაინის დახმარებისთვის. მინისტერიალს ხვალ უკრაინის პირველი დიპლომატიც შეუერთდება.

დმიტრო კულებასთან მინისტრები უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.   მინისტერიალზე მიწვეულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ეს ილია დარჩიაშვილისთვის ახალ რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტია. ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ის მის კოლეგა მინისტრებს შეხვდება.

საქართველოს მონაწილეობით ალიანსის შტაბ-ბინაში დაგეგმილია ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით.

ბორელთან ილია დარჩიაშვილს ცალკე შეხვედრაც უნდა შედგეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში