უკრაინის პრეზიდენტმა ესპანეთის პარლამენტს მიმართა

06 აპრილი 2022, 10:05 795 ნახვა

ევროპამ უნდა შეწყვიტოს რუსეთის შიში - ასეთი იყო უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ესპანეთის პარლამენტისადმი. მან ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, ისევ თქვა,  რომ მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს. "რუსეთს სურს, ჩვენს რეგიონში მხოლოდ ტირანია იყოს დომინანტი, რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა განადგურდეს; რომ შეუძლებელი გახდეს საერთო ენის გამონახვა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ძლიერი სანქციები, ყველაზე ძლიერი.  როგორ შეუძლიათ, ევროპულ კომპანიებს ივაჭრონ სახელმწიფოსთან, რომელიც შეგნებულად ანადგურებს ჩვენს ერს?" - ამ კითხვით ზელენსკიმ ესპანელ დეპუტატებს მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ დრომდე  მსოფლიოში 19 პარლამენტს მიმართა. ზელენსკი ვირტუალურად ჩაერთო და მიმართა პოლონეთის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთის, იაპონიის, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ბელგიის ნიდერლანდების, ავსტრალიის და რუმინეთის პარლამენტებს.

ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, ჯი-7-სა და ნატოს. ზელენსკიმ ისაუბრა ვირტუალურად დოჰას ფორუმზეც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში