სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას - შარლ მიშელი

06 აპრილი 2022, 13:29 921 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან საჭირო იქნება რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტთან დაკავშირებით ზომების მიღება.

შარლ მიშელი "ტვიტერში" წერს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მოიცავს.

„ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს, რათა მაქსიმალური ზეწოლა შევინარჩუნოთ კრემლზე. ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ასევე საჭირო გახდება ზომების მიღება ნავთობსა და გაზთან დაკავშირებითაც“, – წერს შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში