საერთაშორისო კონფერენცია შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების შესახებ 

06 აპრილი 2022, 14:03 973 ნახვა

დღეს გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება  შავი და კასპიის საზღვაო პორტებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც “ეიპიემ ტერმინალი ფოთი“ მასპინძლობს. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები მონაწილეობენ.

თემატურ პანელებზე დისკუსიების პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც კომპანიებმა საკუთარი სერვისების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

დისკუსიის თემაა გლობალური და რეგიონული გამოწვევები, ვაჭრობა, ინვესტიციები. 

სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ასევე რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო, სატვირთო გადაზიდვების კუთხით კონფიგურაცია იცვლება და მათ შორის საქართველოც ახალი გამოწვევების წინაშეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში