მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის პლატფორმის პრეზენტაცია

06 აპრილი 2022, 14:00 652 ნახვა

მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის პლატფორმის პრეზენტაცია გამართა დღეს ონლაინ შეხვედრაზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ.

ჩაერთე sca.ge - მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შექმნან პეტიციები, მიმართონ წერილობით უმაღლეს საბჭოს და ონლაინ ჩანიშნონ შეხვედრები დეპუტატებთან. 

ასევე აქვთ საშუალება საიტის დახმარებით მოითხოვონ სხდომაზე დასწრება და მიიღონ საშვი. ამის გარდა, ჩაერთე სქა ჯი-ზე  განთავსდება  უმაღლესი საბჭოს კანონპროექტები და აჭარის ბიუჯეტი.

მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში საკუთარი მოსაზრებების  კომენტარის სახით დატოვებაც შეუძლიათ.

ამ პლატფორმით, მოქალაქეებს საკანონმდებლო პროცესში ჩართვის საშუალება ეძლევათ, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა უფრო გამჭირვალე გახდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში