მოწამლული ქართველი მებრძოლები კლინიკაში რჩებიან

06 აპრილი 2022, 14:26 791 ნახვა

რუსეთის მიერ ქიმიური იარაღით  მოწამლული ქართველი სამხედროები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. 6 მეომრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ჩატარებული კვლევების  პასუხები ჯერ-ჯერობით  უცნობია. მეომრები ამბობენ, რომ  დღეს უფრო მძიმედ გრძნობენ თავს, ვიდრე გუშინ - აქვთ ერთნაირი  სიმპტომები, რომლებიც მას შემდეგ დაეწყოთ, რაც ისინი ქალაქ გოსტომელში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერება დატოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში