უკრაინის პროკურატურამ რუსეთის ომის დანაშაულის 4 684 შემთხვევა დაარეგისტრირა

06 აპრილი 2022, 14:21 824 ნახვა

უკრაინის პროკურატურამ რუსეთის ომის დანაშაულის 4 684 შემთხვევა დაარეგისტრირა, მათი უმრავლესობა კი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება. პროკურატურას ამ დროისთვის 353 ეჭვმიტანილი ჰყავს, მათ შორის მინისტრები, დეპუტატები, სამხედრო მეთაურები, კრემლის პროპაგანდისტები და სხვა პირები.35 დღიანი ოკუპაციის შემდეგ გოსტომელში 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო დანაშაულების კვალს შლის, რის გამოც ცხედრებს ვერ პოულობენ.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია 4 წლის გოგონას დაღუპვის შესახებ, რომელსაც მშობლები ერთი თვის განმვლობაში  ეძებდნენ, პატარა უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილული იპოვეს. უკრაინულმა ჯარმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქში სამი სოფელი გაათავისუფლა. ამ დროისთვის ბრძოლები სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება.

რუსეთი ისევ აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას. უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს გამოიყენონ ყველა ძალა, გაამკაცრონ სანქციები და შეაჩერონ რუსული აგრესია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში