აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა

06 აპრილი 2022, 19:07 1361 ნახვა

აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები ასევე უწესდებათ რუსეთის ელიტის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის: პრეზიდენტი პუტინის შვილებს, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, კერძოდ, მის შვილებსა და მეუღლეს. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ აღარ ექნებათ წვდომა აშშ-ს ფინანსურ სისტემასთან ასევე, აშშ-ში არსებული ყველა აქტივი გაეყინებათ.

სანქციები დაუწესდება რამდენიმე რუსულ ბანკს, მათ შორის, "Sberbank-სა" და "Alfa Bank"-ს. რუსეთში ასევე აიკრძალება ახალი ინვესტიციები. 

"დღეს მკვეთრად ვამწვავებთ ფინანსურ შოკს რუსეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტისთვის „სბერბანკისთვის“ და უმსხვილესი კერძო ბანკისთვის „ალფაბანკისთვის“ სრულად დამბლოკავი სანქციების დაწესებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში