ვითარება უკრაინაში

06 აპრილი 2022, 19:41 1060 ნახვა

ომის 42-ე დღეს უკრაინიდან მორიგი მძიმე კადრები ვრცელდება. რუსების სისასტიკეს არაერთი მსხვერპლი, დაშავებული და დაზარალებული ჰყავს. „ბოროდიანკა“ მორიგი ქალაქია, სადაც რუსებმა ბუჩას მსგავსი სისასტიკე ჩაიდინეს. უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ბევრიც მოკლული და დაჭრილია. ვოლოდიმირ ზელენსკი კი რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესებას ითხოვს. დღეს მან ირლანდიის პარლამენტს მიმართა. მთავარი მოწოდებაა დასრულდეს რუსეთთან ვაჭრობა, რუსული ბანკები გლობალური სისტემიდან უნდა ჩახსნან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში