ლერი აბულაძე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდა

06 აპრილი 2022, 22:18 1188 ნახვა

ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ უნგრეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა.

ორ წონაში ქართველი მოჭიდავეები რეიტინგის პირველი ნომრები გახდნენ. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 63 კგ.წონით კატეგორიის პირველი პოზიცია ლერი აბულაძემ დაიკავა.

ასევე წონის ლიდერი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობის 70 კგ. წონითი კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილიც.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სარეიტინგო ცხრილის სათავეში პირველი პოზიცია 130 კგ. წoნით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ შეინარჩუნა.

რეიტინგში ფრიდონ აბულაძე - 30-ეა, რამაზ ზოიძემ მე-2 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო გელა ბოლქვაძე - 37-ე პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში