ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხზე 7 აპრილს გაერო-ში კენჭისყრა გაიმართება

06 აპრილი 2022, 21:47 652 ნახვა

7 აპრილს გაერო-ში კენჭისყრა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ გარიცხონ თუ არა რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან.

რუსეთის გარიცხვის ინიციატვით დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ გამოვიდა, რაც სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს სიტყვით მიმართა და ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების შესახებ უამბო.

წესების თანახმად კი წევრის გარიცხვისთვის ხმათა ორი-მესამედია საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში