ავსტრიამ 4 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა

07 აპრილი 2022, 11:51 1198 ნახვა

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო ქმედებების გამო ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამი დიპლომატი ვენაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი იყო, ხოლო კიდევ ერთი დიპლომატი ზალცბურგში რუსეთის საკონსულოში მუშაობდა.

გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყნა არაუგვიანეს 12 აპრილამდე უნდა დატოვონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში