ჩამოვედი, რათა განვიხილო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ-იარაღი, იარაღი და იარაღი - კულება

07 აპრილი 2022, 11:55 945 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მისი თქმით, ბრიუსელში იმისთვის ჩავიდა, რომ განიხილოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და ესენია იარაღი, იარაღი და იარაღი.

„ამ ერთ თვეში უკრაინელმა ხალხმა და უკრაინელმა ჯარისკაცებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს რომ ბრძოლა შეგვიძლია, ვიცით როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება, მაგრამ მდგრადი, არსებითი იარაღის მარაგების გარეშე, რომელსაც უკრაინა ითხოვს უკრაინის გამარჯვებას თან მოჰყვება ძალიან დიდი მსხვერპლი. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მეტ სოფელს, ქალაქს ვიხსნით დანგრევისგან და მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ იქნება ახალი ბუჩა.

დღეს იარაღი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ის ქვეყნები რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინას მიაწვდიან თავდაცვით იარაღს და ვერ მიაწვდიან შეტევით იარაღს, არასამართლიანად მსჯელობენ. ეს გაუმართლებელი მიდგომაა. გერმანიამ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო, მაგალითად უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გადაცემით, მაგრამ გერმანიას შეუძლია გააკეთოს უფრო მეტი“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში