გაერო რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვას დღეს განიხილავს

07 აპრილი 2022, 10:07 994 ნახვა

გარიცხონ თუ არა რუსეთი ადამიანის უფლებათა საბჭოდან – ეს დღეს გაერო-ში კენჭისყრაზე გადაწყდება.  წევრის გარიცხვისთვის ხმათა ორი-მესამედია საჭირო. საბჭო 47 წევრი ქვეყნისგან შედგება და მის მთავარი მიზანი  მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობაა. 

რუსეთის გარიცხვის ინიციატივით აშშ და გაერთიანებული სამეფო მას შემდეგ გამოვიდა, რაც სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა,  გაერო-ს სიტყვით მიმართა და ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების შესახებ უამბო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში