აშშ-ის სენატმა უკრაინის დასახმარებლად ომისდროინდელი კანონი აღადგინა

07 აპრილი 2022, 10:07 598 ნახვა

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო მნიშვნელოვანი კანონი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროგრამის ეგრეთწოდებული ლენდ-ლიზის  აღორძინების შესახებ, რომელიც  პრეზიდენტ ჯო ბაიდენს  უკრაინაში იარაღისა და სხვა სამხედრო მარაგის მიწოდებას დააჩქარებს.  ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ  ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტს სწრაფად დაუჭირეს მხარი, რადგან უკრაინელმა სამხედროებმა  დაამტკიცეს, რომ  შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ არმიას , რომელიც უკრაინის ქალაქებს  თებერვლის ბოლოდან ბომბავს.

უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად ლენდ-ლიზის შესახებ კანონი  დააჩქარებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა  და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგების გადაცემას უკრაინაში ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე. 

მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი „ლენდ-ლიზის“ პროგრამა ითვლებოდა გარდამტეხად ომში, რადგან იგი შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევდა, სწრაფად შეევსო მოკავშირეთა მარაგი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში