ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტში რუსულ ნავთობზე ემბარგო არ შესულა - ბორელი

07 აპრილი 2022, 11:08 825 ნახვა

ნავთობზე ემბარგოს არ ითვალისწინებს  რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის  სანქციების  ახალი  პაკეტი, თუმცა მასზე მსჯელობენ და ეს უახლოეს მომავალში მოხდება - ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ამერიკული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

დღეს სანქციების მეხუთე პაკეტს  საბოლოოდ დაამტკიცებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, შემდგომ კი  ევროსაბჭო წერილობითი პროცედურით. 

ნავთობზე ემბარგო არ არის  სანქციების მეხუთე პაკეტში. მასზე   ევროსაბჭოში  მინისტრები ორშაბათს იმსჯელებენ.  ადრე თუ გვიან იმედი მაქვს, რომ  მალე ეს მოხდება - განაცხადა ბორელმა. მისი აზრით,  სანქციების მეხუთე პაკეტს 8 აპრილამდე მიიღებენ. 

5 აპრილს ევროკავშირმა  რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის საპასუხოდ სანქციების მეხუთე პაკეტი დაანონსა.  იგი რუსული ქვანახშირის იმპორტზე ემბარგოს და რუსეთის  ერთ-ერთი  უმსხვილესი ბანკის ვი-თი-ბი-ს წინააღმდეგ  ახალ სანქციებს  ითვალისწინებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში