აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად  „ლენდ-ლიზის“ პროგრამის აღდგენას ითვალისწინებს

07 აპრილი 2022, 14:16 1181 ნახვა

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც აღადგენს მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა, რომელიც ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა მსოფლიოს,  უკრაინისთვის იარაღისა და სხვა ტვირთების უფრო ეფექტიანად გაგზავნას ითვალისწინებს.

„ლენდ-ლიზის“ სახელით ცნობილი პროგრამა მერე მსოფლიო ომის დროს გარდამტეხ მომენტად განიხილებოდა.

როგორც Politico წერს, ეს აქტი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული და ახლა, მისი კანონად ქცევის შემთხვევაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალება ექნება, უკრაინას შეიარაღება და სხვა მარაგები უფრო მარტივად და სწრაფად მიაწოდოს.

"პრეზიდენტს შეუძლია, უფლება მისცეს შეერთებული შტატების მთავრობას, ასესხოს ან იჯარით გასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებს, ვისზეც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა გავლენას ახდენს. გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვითი შესაძლებლობები და დაიცვას მათი მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მთავრობის შეიარაღებული ძალების პოტენციური შემოჭრისგან ან მიმდინარე აგრესიისგან", — წერია აქტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში