საქართველოს თასი მშვილდოსნობაში

07 აპრილი 2022, 14:00 819 ნახვა

დღეს ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების  პირველი ეტაპი დაიწყო. შეჯიბრება ქალთა და მამაკაცთა შორის პირად პირველობაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.

საქართველოს თასი გათამაშდება პარამშვილდოსნებში.

თასის პირველი ეტაპის შემდეგ მშვილდოსნებს საქართველოს ჩემპიონატი ელოდებათ, რომელზეც საბოლოოდ გამოვლინდებიან საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მაისში მიუნხენში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში