„საფარი“: გაუპატიურების მსხვერპლს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი

07 აპრილი 2022, 14:01 680 ნახვა

ქალი, რომელიც ჰყვება, რომ ის ბათუმში გააუპატიურეს, რამდენიმე თვეა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 47 წლის  უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ მასზე ძველით ახალ წელს იძალადეს.  

დაზარალებულის სტატუსი დაუყოვნებლივ მინიჭებას და სავარაუდო დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს ორგანიზაცია  „საფარი“.  მათ  მიმართეს პროკურატურას ქალის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ორგანიზაციას უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

უკრაინის მოქალაქემ  არასამთავრობო  ორგანიზაციას დასახმარებლად მას შემდეგ მიმართა, რაც დარწმუნდა, რომ პოლიცია საქმეს სათანადოდ არ იძიებდა.

დაზარალებული ამბობს, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომლის ვინაობაც იცის - ღვინით მოწამლა, გათიშა და შემდეგ გააუპატიურა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში