შეხვედრა ფერმერებთან

07 აპრილი 2022, 14:31 907 ნახვა

ქედელი ფერმერები თამბაქოსა და ყურძნის დაბალ ფასს უჩივიან. მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, დრეს მათ  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს გააცნეს და დახმარება სთხოვეს. 

გიორგი სურმანიძისგან კი დაპირება მიიღეს და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტრო თამბაქოსა და ყურძნის ექსპორტთან დაკავშირებით უწყება სხვადასხვა ქვეყანასთან  მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამის გარდა ქედელ ფერმერებს მინისტრმა უთხრა, რომ კოვიდ პანდემიის გამო მიღებულ  გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებენ და  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთებს ისევ  უფასოდ დაუმუშავებენ

გიორგი სურმანიძე მათ იმ პროგრამებზეც ესაუბრა, რომლებსაც სამინისტრო მიმდინარე წლის ბიუჯეტით დააფინანსებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში