NATO-ს მინისტერიალი

07 აპრილი 2022, 15:02 708 ნახვა

უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, მსუბუქი და მძიმე შეიარაღების და სხვა მრავალი სახის დახმარების საჭიროებას – ამ წუთებში ნატოს მინისტერიალზე განიხილავენ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება.

ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს ესაუბრებიან ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ სამიტის მოლოდინებს და ნატოს 2030-ის კონცეფციას, ისევე როგორც ასპირანტებისთვის მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯებით გაძლიერებას და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომით ევროპაში შეცვლილ უსაფრთხოების არქიტექტურას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში