რუსეთის ბრალდებები

07 აპრილი 2022, 17:45 1211 ნახვა

კრემლი უკრაინას სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.  უკრაინული მხარე ირწმუნებოდა, რომ  უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდებოდა ყირიმსა და სევასტოპოლზე,  თუმცა ოთხშაბათს უკრაინის მხრიდან წარმოდგენილ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების ახალ პროექტში სახეზეა იმ წინადადებებიდან  გადახვევა, რომლებიც სტამბოლში გაკეთდა-აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.  ამას გარდა, უკრაინა სთავაზობდა ყირიმისა და დონბასის საკითხები  ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე განხილულიყო,  რაც რუსული მხარისთვის  მიუღებელია-ამბობს ლავროვი და აღნიშნავს, რომ რუსეთი პროვოკაციების მიუხედავად, უკრაინასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში