ნატოს მინისტერიალი

07 აპრილი 2022, 19:43 954 ნახვა

ნატო გააძლიერებს კიბერუსაფრთხოების საკითხში უკრაინის დახმარებას. უკრაინაში გაიგზავნება შესაბამისი აღჭურვილობა, რომ ქიმიური, ან ბიოლოგიური თავდასხმისგან თავი დაიცვან.ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა  განაცხადა.  ნატოს მინისტერიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგმა  საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომავალზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას. მინისტერიალს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ, მათ შორის საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში