რუსეთის არმიამ უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა - დიმიტრი პესკოვი

07 აპრილი 2022, 22:10 1707 ნახვა

უკრაინაში რუსეთის ჯარს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, ეს ტრაგედიაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", - განაცხადა პესკოვმა ბრიტანულ ტელეარხ "Sky News"-თან ინტერვიუში.

პესკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა,  რომ უკრაინაში ომი არ არის და რუსეთის სპეციალური ოპერაციის ჩატარება კი აუცილებელი იყო. ასევე აღნიშნა, რომ კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებიდან რუსეთის გასვლის მიზეზი "კეთილგანწყობის აქტი" იყო უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დროს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში