დიდი ბრიტანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებული არ უნდა იყოს - ბორის ჯონსონი

07 აპრილი 2022, 23:21 1423 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით,  გაერთიანებული სამეფო რუსულ გაზზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

მისივე განმარტებით, ბრიტანეთი შემდეგი 8 წლის განმავლობაში 8 ახალი ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს.

"ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული. ვერ დავუშვებთ, რომ მსოფლიო იყოს დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. სწორედ ამიტომ, ვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს წინ, რათა უზრუნველვყოთ 8 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი რეაქტორის აშენება. ეს საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს სუფთა, მწვანე და სანდო ენერგია", - აცხადებს ბორის ჯონსონი.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ესტონეთიც და ფინეთიც რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასასრულებლად გათხევადებული გაზის იჯარით აღებაზე შეთანხმდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში