რუსეთმა ოდესაზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა - უკრაინული მედია

08 აპრილი 2022, 10:05 1051 ნახვა

რუსეთმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა ოდესაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, დარტყმის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ ვრცელდება.

სოციალურ ქსელებში ოდესის მცხოვრებლები წერენ, რომ ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა აფეთქებების ხმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში