ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა

08 აპრილი 2022, 10:08 1053 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ დიპლომატებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„მე ველოდები თქვენთან შეხვედრას. ყველასთან, ვინც გამბედავია. დაბრუნდით. ეს აღნიშნავს, რომ კიევი რუსეთის გუბერნიის ქალაქი არ არის და ის უკრაინის დედაქალაქია.

კიეველებთან ერთად უკრაინის დედაქალაქში ბრუნდებიან დიპლომატიური წარმომადგენლები, სხვა ქვეყნების დიპლომატები. გუშინ დაბრუნდა თურქეთის საელჩო. დღეს დაბრუნდა ლიეტუვის ელჩი. მანამდე, განაახლა მუშაობა სლოვენიის საელჩომ. გულწრფელად ვართ მადლიერები უკრაინის მეგობრების, რომლებიც ჩვენ ისე გვიჭერენ მხარს, როგორც ეს ახლაა საჭირო, დიპლომატიური ჟესტებით. ეს არის გამბედაობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში