აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

08 აპრილი 2022, 10:02 857 ნახვა

აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. დოკუმენტს ორივე პარტიის 100-ვე სენატორი მიემხრო. მანამდე სენატორებმა რუსეთსა და ბელარუსს სავაჭრო სფეროში დახმარების მიმღები ქვეყნების სტატუსი ჩამოართვეს.

კანონპროექტს ხელახლა შემოაქვს ე.წ „მაგნიტსკის კანონით“ ადრე დაწესებული სანქციები - მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. „მაგნიტსკის სიაში“ ამერიკას წლებია შეყვანილი ჰყავს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მისი გარემოცვის ათეულობით წარმომადგენელი ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევებისთვის.

კონგრესის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით გათვალისწინებულ ზომებს შორისაა ვიზების გაცემის აკრძალვა და ქონების დაყადაღება რუსეთის მოქალაქეებისთვის.

დოკუმენტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში