ქალაქ კრამატორკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განხორციელდა - დაიღუპა 30 ადამიანი

08 აპრილი 2022, 12:38 1321 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განახორციელეს, დაღუპულია ათობით ადამიანი - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ოკუპანტემა სადგურს ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. რის შედეგადაც მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.

პაველ კირილენკოს თქმით, სარაკეტო თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან დონბასის მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს უკრაინის უსაფრთხო რაიონებში.

უკრაინის პროკურატყრის ინფორმაციით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმის დროს იქ 4000 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.

მისივე განცხადებით, მაშველები და პოლიცია ათობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ იუწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში