არესტოვიჩი განმარტავს, რატომ არ უთხრეს უკრაინელებს, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო

08 აპრილი 2022, 14:43 1067 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, უკრაინის მთავრობამ იცოდა, რომ რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი იყო, თუმცა მოსახლეობას ეს დაუმალეს, რათა ყოვლისმომცველი ქაოსი არ გამოეწვიათ. ამის შესახებ ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო სანდო ცნობა, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. თუმცა, მთავრობამ ეს ინფორმაცია მოქალაქეებს არ გაუზიარა, რადგან არესტოვიჩის განცხადებით, ეს გამოიწვევდა მოქალაქეების მასობრივ გაქცევას ქვეყნიდან, ხოლო 8-12 მილიონი ადამიანის ავტომაგისტრალებზე გამოსვლა ხელს შეუშლიდა სამხედრო ძალების პოზიციებზე გასვლას და შესაბამისად დაეხმარებოდა კრემლს ე.წ. ბლიცკრიგის მოწყობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში