ავიაიერიში კრამატორკში რკინიგზის სადგურზე - დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

08 აპრილი 2022, 15:13 1496 ნახვა

მაშინ, როცა უკრაინის მოქალაქეები სამშვიდობოს ცდილობენ გასვლას, ოკუპანტები მათ ესვრიან. ამჯერად ისროლეს რაკეტა, რომელზეც ეწერა ''ბავშვებისთვის''.  ავიაიერიშის შედეგად, კრამატორკში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე 39 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქების დროს რკინიგზის სადგურში 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით, ომის კანონების დარღვევის მუხლით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა ბოლო 24 საათში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიას. დაიჭრა 9 არასრულწლოვანი. გოგონას ცხედარი იპოვეს ბუჩაში საერთო საფლავში, მეორე ბავშვი კი, რომელიც რუსებმა დაცხრილეს, ნავით გაქცევას ცდილობდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. რუსული ძალები ოდესის ოლქს შავი ზღვიდან უტევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში