რუსეთს არ შესწევს ძალა, წინააღმდეგობა ბრძოლის ველზე გაგვიწიონ და ცინიკურად ანადგურებენ მოსახლეობას - ზელენსკი

08 აპრილი 2022, 17:06 1191 ნახვა

რუსეთს არ შესწევს ძალა, წინააღმდეგობა ბრძოლის ველზე გაგვიწიონ და ცინიკურად ანადგურებენ მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც არ აქვს საზღვარი და თუ არ დაისჯება, არც არასდროს გაჩერდება - ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუს სამხედროებს არ შესწევთ ძალა  უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა ბრძოლის ველზე გაუწიონ და ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას.

"ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა "ტოჩკა უ"-თი განახორციელეს, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციის მოლოდინში იმყოფებოდა. პოლიცია და მაშველები ადგილზე არიან. რუსი მოძალადეები არ ტოვებენ თავიანთ მეთოდებს. მათ არ შესწევთ ძალა და გამბედაობა წინააღმდეგობა ბრძოლის ველზე გაგვიწიონ და ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც არ აქვს საზღვარი და თუ ის არ დაისჯება, არც არასდროს არ გაჩერდება“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში