ბრიფინგი უკრაინის საელჩოში

08 აპრილი 2022, 20:17 1056 ნახვა

44 დღიანი ომის შედეგები უკრაინის საელჩოს დროებითმა წარმომადგენელმა. ანდრეი კასიანოვის თქმით, რაც კრემლი ბუჩაში, გოსტომელში, ირპენსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში  ჩადის, არის ბარბაროსობა. მისი  განცხადებით,  უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აგრესიისა და სამხედრო დანაშაულის 4 820 ფაქტი დააფიქსირა, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს 167 ბავშვი, დაჭრეს  297 ადამიანი, 484 კი დაზარალდა. ბუჩასა და სხვა ქალაქებში გავრცელებული დანაშაულების შემდეგ, მტერი დანაშაულის დაფარვას ცდილობს. ამ მიზნით კი რუსეთს გვამები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გააქვს ან ადგილზე წვავს, რუსი სამხედროების გვამებს  კი უკრაინულ მიწაზე ტოვებს. კასიანოვმა ახსენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევა და კომენტარი გააკეთა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციასთან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში