9 აპრილი თავგანწირვის და ერთიანობის დღეა, მადლობა გმირებს თავისუფლებისთვის - თორნიკე რიჟვაძე

09 აპრილი 2022, 11:09 1262 ნახვა

9 აპრილი როგორც დიდი ტკივილის, ასევე ერთიანობისა და გმირული თავგანწირვის დღეა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.

"9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს თანამემამულეებს, თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას აზიარეს.

მადლობა 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის", - წერს თორნიკე რიჟვაძე.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში