ახალი წყალარინები ბათუმში - 1000-მდე ოჯახი ახალი ქსელით ისარგებლებს

09 აპრილი 2022, 13:29 1435 ნახვა

აღმაშენებლის, ტაბიძისა და ევდემოზ დიასამიძის ქუჩებზე მოსახლეობის ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელზე გადართვა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2 500 გრძივი მეტრი ქსელი მოეწყო.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 1000-მდე ოჯახი ახალი ქსელით ისარგებლებს.

ევდემოზ დიასამიძის ქუჩაზე წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა და ადგილობრივებს ათეული წლის განმავლობაში დისკომფორტს უქმნიდა.

ვიდომასალა ბათუმის წყალმა მოგვაწონდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში