მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების  პირველი ეტაპი დასრულდა

09 აპრილი 2022, 13:37 1335 ნახვა

ანგისის სასროლეთზე მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების  პირველი ეტაპი დასრულდა. შეჯიბრება ქალთა და კაცთა შორის პირად პირველობასა და ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

საქართველოს თასი გათამაშდა პარამშვილდოსნებში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.

თასის პირველი ეტაპის შემდეგ მშვილდოსნებს საქართველოს ჩემპიონატი ელოდებათ, სადაც საბოლოოდ გამოვლინდებიან საქართველოს ნაკრების კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მაისში მიუნხენში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში