ომის 45-ე დღე უკრაინაში

09 აპრილი 2022, 15:40 1030 ნახვა

უკრაინამ დაამტკიცა, როგორ დაიცვას თავისუფლება - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

ომის 45-ე დღეს ხარკოვში უკვე 858 ობიექტია დაზიანებული, მათგან 628 საცხოვრებელი სახლია. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს.

ჩერნომორსკში  სარაკეტო დარტყმების შედეგად მსხვერპლი არ არის. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფნებს, გასული დღის განმავლობაში 6 665 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან 5158 ადამიანის გაყვანა მოხერხდა. აქედან 1614 მოქალაქე მარიუპოლიდან იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში