კარატეს ეროვნული ფედერაცია ახალ პრეზიდენტს აირჩევს

09 აპრილი 2022, 18:23 1359 ნახვა

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადება. ყოფილმა პრეზიდენტმა კახა ბასილიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

გუშინ ბათუმში  ფედერაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც სამომავლო გეგმებზე და მოსალოდნელ არჩევნებზე ისაუბრებს.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პოსტზე კენჭს ორი კანდიდატი იყრის, მამუკა ყურაშვილი და თემურ კიკნაძე. თუ ვის აირჩევენ ახალ ხელმძღვანელად, 23 აპრილს გახდება ცნობილი.

აქვე გეტყვით რომ 2024 წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება და ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ბათუმი მოიაზრება.

ბათუმელ პარაკარატისტს ჯონი თოფურიას, რომელიც არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, ოფიციალურად მიენიჭა მესამე დანი და ის წელს ფედერაციის წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში