უკვე ნაპოვნია ბევრი რუსი მკვლელი, რომლებმაც ბუჩასა და ირპენში სისასტიკე ჩაიდინეს - უკრაინელი მინისტრი

09 აპრილი 2022, 19:24 1137 ნახვა

რუსი სამხედროები კვლავ აგრძელებენ  სისასტიკეს უკრაინის ტერიტორიაზე, მათი ქმედების შედეგს კი ყოველდღიურად ვხედავთ. ჩერნიგოვის რაიონში ერთ-ერთ ეკლესიაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს მიაგნეს. უკრაინული მედიის ცნობით, ყველა მათგანს კეფის არეში გამჭოლი ჭრილობა აქვთ და წამების კვალი აღენიშნებათ.

ტაძარი დარბეულია, დამტვრეულია ინვენტარი, ტერიტორია კი დანაღმული იყო. ბუჩაში, ადამიანებს თვალებს წვავდნენ, სხეულის ნაწილებს ჭრიდნენ, წამებით კლავდნენ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ დაწერა. 

მისი ინფორმაციით, ოკუპანტები კლავენ და აწამებენ პრესის წარმომადგენლებს.  ასევე, ბუჩაში, იაბლონსკის ქუჩაზე ე.წ „რაშისტებმა“ ნამდვილი საწამებელი მოაწყეს.

როგორც გადარჩენილებმა განაცხადეს, ადგილზე კადიროველების შტაბი იყო, რომლებიც პირდაპირ ხვრეტდნენ ადამიანებს.

ქალაქის ხელმძღვანელობის მონაცემებით ამ დროისთვის 360 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, მათ შორის 10 ბავშვი.

ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილ ფედოროვის თქმით, უკვე ნაპოვნია ბევრი რუსი მკვლელი,  რომლებმაც ბუჩასა და ირპენში სისასტიკე ჩაიდინეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში