რუსულმა სატვირთო ავტომობილებმა ევროკავშირის ქვეყნები 16 აპრილამდე უნდა დატოვონ

09 აპრილი 2022, 19:40 2235 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა სევეროდონეცკში, ოთხი დაშავდა რუბეჟნოეში, მასობრივი ხანძარია ლისიჩანსკში - ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის არმია თითქმის ორი დღეა დაბომბვას არ წყვეტს. ევროკავშირმა  რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის და რუსეთის სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებებს მის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

შესაბამისად სატვირთო ავტომობილებმა 16 აპრილამდე უნდა დატოვონ კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში