ოკუპანტებმა კიევის რეგიონში ცხედრები და განადგურებული სახლები დატოვეს - ომის 46-ე დღე

10 აპრილი 2022, 12:30 748 ნახვა

საცხოვრებელი სახლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა რუსი ოკუპანტებისთვის უცხო არ არის. მორიგი შეტევა განახორციელეს ხარკოვში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოაგდეს. დაზიანდა მიმდებარე კორპუსები მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ცხედრები და განადგურებული სახლები დატოვეს ოკუპანტებმა კიევის რეგიონში, სოფელ ტერმახოვკაში. საფლავები  პირდაპირ სახლის ეზოებშია.

ჟურნალისტმა დენის კაზანსკიმ ბუჩიდან 5 კილომეტრში ვიდეო კადრები გაავრცელა. მისი თქმით იქ რუსების საგუშაგო იყო, ესროდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც უბრალოდ გზაზე გადაადგილდებოდნენ. ცხედრები კვლავ გზის პირზეა.

ჟურნალისტი ასევე კადრებს ავრცელებს ბოროდიანკიდან და იქ არსებულ სიტუაციას როგორც კოშმარს ისე აფასებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში