უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის აგრესია არასდროს შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკრაინით, რადგან „რუსეთის სამიზნეა მთელი ევროპა“.
ამასთან, ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, რომ რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტზე სრული ემბარგო დააწესოს და უკრაინას დამატებითი იარაღი მიაწოდოს.
უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთის მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება იყო "კატასტროფა, რომელიც აუცილებლად ყველას დააზარალებს“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში იკრიბებიან და უკრაინა მზად არის მკაცრი ბრძოლისთვის.