კიევის მახლობლად ათობით ადამიანის ცხედარი იპოვეს - უკრაინული მედია

11 აპრილი 2022, 10:13 1213 ნახვა

ხარკოვზე რუსების თავდასხმებს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავდა 11 ადამიანი. კიევის მახლობლად, სოფელ ბუზოვაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრები ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, თხრილში იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

კიევის მერის განცხადებით, ოკუპანტების მიერ დედაქალაქიდან უკან დახევა არ ნიშნავს, რომ მათ კიევის აღების სურვილზე უარი თქვეს.

ვიტალი კლიჩკო ვარაუდობს, რომ შესაძლოა რუსებმა "კიევის 2 დღეში აღება" კიდევ სცადონ. "ნიუ-იორკ თაიმსი"  იუწყება, რომ რუსეთმა შეტევა შესაძლოა იზუმსა და დნიპროს შორის განახორციელოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში